No items in cart

Login 

(+995) 322 69 82 82

info@oldlami.com 

  

ჩვენ შესახებ

კომპანია “ოლდ ლამი” წარმოადგენს სხვადასხვა საავეჯე და სამშენებლო მასალის (ლამინირებული “დსპ” და “დვპ” ფილების, აკრილისა და მდფ ფილის, ფურნიტურის და ა.შ.) ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორ კომპანიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია უკვე მრავალი წელია სტაბილურად თანამშრომლობს საავეჯე მასალის წამყვან ფირმებთან (“კასტამონუ”, “სტარვუდი”, “ფინსა”, “პელიპანი” და ა.შ.) და ახორციელებს პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან თუ სხვა ევროპული და აზიური ქვეყნიდან.

კომპანიის ხელმძღვანელობამ ამჟამინდელი შემადგენლობით ჯერ კიდევ 2000 წლიდან დაიწყო თავისი საქმიანობა. რებრენდინგის შემდეგ შპს “ოლდ ლამი” 2011 წელს ჩამოყალიბდა. დღეისათვის შპს “ოლდ ლამში” დასაქმებულია ორმოცდაათზე მეტი ადამიანი. კომპანია ფლობს 5000 კვ.მ-მდე სასაწყობო ფართს და შოურუმს სათაო ოფისით თბილისის ცენტრალური ნაწილში. გარდა ამისა, ფირმის მფლობელობაშია სამი მაღაზია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. სამომავლოდ, კომპანია გეგმავს თავისი მაღაზიების ქსელის გაფართოებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია “ოლდ ლამის” მფლობელობაშია “თურანლარის” ფირმის წიბოს დასაკრავი დანადგარები, „ბალას“ ფირმის ლამინატის დასაჭრელი ვერტიკალური ხერხები, რამდენიმე სატვირთელი და სხვა მსუბუქი თუ სატვირთო ავტომანქანა, რომლებიც ქალაქ თბილისის მასშტაბით მასალის უფასო მიტანას ახორციელებენ. შპს “ოლდ ლამი” უწყვეტ რეჟიმში ახდენს პროდუქციის იმპორტს უშუალოდ მწარმოებელი ქარხნებიდან და თავის მომხმარებელს ოპერატიულად სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას ყველაზე მისაღებ ფასად.

კომპანიის ხელმძღვანელობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართული საერთაშორისო გამოფენების ხშირი სტუმარია და მუდმივად ცდილობს გაეცნოს უახლეს მიღწევებს საავეჯე მასალის წარმოებაში, რათა ერთ-ერთმა პირველმა დანერგოს სიახლეები ქართულ ბაზარზე და ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს.

ლამინირებული „დსპ” და ლამინირებული „მდფ” ფილები

ჩვენ გთავაზობთ ლამინირებული ფილების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოს ისეთი მსხვილი მწარმოებლებისაგან, როგორებიცაა „ორმა”, „კასტამონუ”, „სტარვუდი”, „AGT”, „ფინსა” (ესპანეთი) და სხვა. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: ლამინირებული „დსპ”, ლამინირებული „მდფ”, პრიალა „მდფ” - აკრილი, პრიალა „მდფ” - PVC, პრიალა „დსპ” - პარლაკი, და სხვა.

„მდფ” და „დსპ” ფილები ლამინირების გარეშე

გთავაზობთ 2,5 მმ-დან 30 მმ-მდე სისქისა და სხვადასხვა სიმკვრივის მქონე რუსული და თურქული წარმოების შეღებილი (ე.წ. „დვპ”) და „მდფ” ფილების ფართო არჩევანს. ასევე, ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ფორმატის მექანბურბუშელოვანი („დსპ”) ფილა.

შემოსაკვრელი ლენტი - წიბო

ჩვენთან PVC წიბოების (ე.წ. „კრომკა”) ყველაზე დიდი ასორტიმენტია მთელს თბილისში, და რაც მთავარია, ყველაზე დაბალ ფასად. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ 100-მდე სხვადასხვა ფერის (სადა, ხის, პრიალა, გლუვი), სისქის და ტექსტურის მქონე წიბოს შორის. ჩვენ, ასევე, გთავაზობთ წიბოს დაკვრის სერვისს.

სამზარეულოს ზედაპირები

გთავაზობთ რუსული, თურქული და ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული სამზარეულოს ზედაპირების მრავალფეროვან არჩევანს, რომელთა დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ცვეთა- და თბომედეგი ევროპული მასალა.