კალათი ცარიელია

(+995) 322 69 82 82

 

info@oldlami.com 

ავტორიზაცია

სიახლეები

PVC წიბოების ახალი შეკვეთა

 

2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებისთვის შპს „ოლდ ლამში“ წიბოების მორიგი პარტია მივიღეთ. წიბოების უკვე არსებულ ფართო ასორტიმენტს კიდევ 32 ახალი ფერი შეემატა და ჩვენი დეკორების საერთო რაოდენობამ 110-ს გადააჭარბა. ფერთა ჩამონათვალში შესულია პრიალა (HG) თუ გლუვი წიბოების ისეთი დეკორები, რომლებიც ჯერ არასდროს ყოფილა გაყიდვაში ქართულ ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ შპს „ოლდ ლამი“ მაღალხარისხიანი წიბოების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანი ის ფაქტორი, რომ ჩვენს კომპანიაში წიბოების შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეგიძლიათ.

გამოფენა - „ავეჯი 2016“ მოსკოვში

 

21-25 ნოემბერს „ოლდ ლამის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი - ბატონი ზაზა ჩქარეული რუსეთის დედაქალაქში გამართულ ავეჯის, ფურნიტურისა და საავეჯე მასალების 28-ე საერთაშორისო გამოფენას „ავეჯი 2016 - სტილი დროსა და სივრცეში“ დაესწრო. რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ეს უდიდესი საგამოფენო პროექტი ქ. მოსკოვის ყველაზე გრანდიოზულ საგამოფენო დარბაზში - „ექსპოცენტრში“ მიმდინარეობდა და 81,000 მ2 ფართობზე იყო გადაჭიმული. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 27 მონაწილე ქვეყნის 700-მდე კომპანია და 36,000-მდე სტუმარი. კომპანია „ოლდ ლამს“ მიეცა უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდა საავეჯე მასალების ინდუსტრიის უმსხვილეს წარმომადგენლებს და მრავალ მათგანთან წარმატებული სამომავლო თანამშრომლობისათვის ჩაეყარა საფუძველი.
 
 
სათაო ოფისი 
შპს „ოლდ ლამი“,
თორნიკე ერისთავის ქ. №1,
საქართველო, 0192 ქ.თბილისი.
ტელ: (+995 595) 50 49 80
ელ.ფოსტა:  info@oldlami.com