კალათი ცარიელია

ავტორიზაცია 

(+995) 322 69 82 82

info@oldlami.com 

  

სერვისები

საავეჯე ფილის შეძენის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფილის ზომებზე დაჭრის სერვისი. თავდაპირველად, თქვენთვის სასურველი ზომების მიხედვით კეთდება ფილის პროგრამული განშლა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტისა და უდანაკარგო შედეგის მისაღებად. გამზადებული ნახაზის მიხედვით ფილა დასაჭრელად სახერხ განყოფილებას გადაეცემა, რომელიც აღჭურვილია კომპანია “ბალა”-ს მაღალტექნოლოგიური ვერტიკალური ხერხებით. ჩვენი სახერხი დანადგარები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ოპერატორები დეტალების უზუსტეს და სწორხაზოვან დაჭრას უზრუნველყოფენ. მოგვაწოდეთ თქვენი სპეციფიკაციები და დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ.

განშლა და დაჭრა

ფილის დაჭრის შემდეგ ხორციელდება დეტალების პლასტმასის ლენტით – წიბოთი დაფარვა, რომელიც “თურანლარ”-ის უახლესი დანადგარებით სრულდება. ჩვენს წიბოს დასაკრავ მანქანებს შეუძლიათ 15 მ/წთ. სიჩქარის განვითარება და 50 მმ-მდე სისქის ფილის დალენტვა. დეტალებზე წიბოს მიკვრა წებოს ავტომატური მიწოდებისა და ტემპერატურის ზუსტი კონტროლის მეშვეობით ხორციელდება, რაც წიბოს დეტალთან თანაბარ და მტკიცე მიკვრას უზრუნველყოფს. პროცესის ბოლოს მაღალხარისხიანი ალმასის დანებით ხდება ზედმეტი ლენტის ჩამოჭრა და გლუვი ზედაპირის მიღება. წიბოს დაკვრის სერვისი თქვენი დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

წიბოს დაკვრა

კომპანიის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მასალის ადგილზე უფასო მიტანის სერვისით მთელი თბილისის მასშტაბით. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ პროდუქციის მიწოდების ფასი მანძილისა და გადასაზიდი ტვირთის წონის მიხედვით განისაზღვრება. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ ნომრებზე.

მიტანის სერვისი

მასალის დაჭრა და ადგილზე მიტანა